სწორად თუ იყენებთ შრატს?
წაიკითხეთ ,დაიმახსოვრეთ, შეინახეთ ლინკი.
თუ ზოგ ნიუანსებს არ გავითვალისწინებთ შრატის გამოყენებაში, შეიძლება ვერ მიიღოთ სათანადო ეფექტი.
⠀
არ შეეხოთ სახის კანს პიპეტით!
თუ თქვენი კანი პრობლემური არ არის შესაძლებელია გახდეს, თუ შრატის ქილაში ბაქტერიები გამრავლდება . შრატის წასმის საუკეთესო ვარიანტია: ხელის გულებში შრატის რამოდენიმე წვეთი გავათბოდ და ისე დავიტანოთ კანზე . სითბოს ზემოქმედებით შრატი ააქტიურებს თვისებებს და კანი კარგად ითვისებს.
⠀
გრძნობთ სიმძიმეს და წებოვნებას წასმის შემდეგ?
არ გამოიყენოთ პროდუქტის ბევრი რაოდენობა
შრატი არის კონცენტრირებული პროდუქტი და საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე წვეთი.
⠀
როგორ მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს?
შრატი არის თხევადი პროდუქტი. ის სწრაფად აღწევს კანში, მაგრამ ისევე სწრაფად ორთქლდება. იმისათვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი პროდუქტისგან და არ აორთქლდეს - შემდეგ წაისვით კრემი! შემდგომ შრატი 100% იმუშავებს და კრემი გაცილებით უკეთ შეაღწევს და გამოკვებავს კანს.
Comentarios