+995 551 16 13 71
უფასოა მიწოდება 100 ლარიდან პროდუქციის შეკვეთისას
სოციალურ ქსელებში ვართ
კონფიდენციალურობა
მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
შპს კოკოსი იღებს ვალდებულებას, დაიცვას თქვენი კონფიდენციალობა და თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ ქვეყნდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და განმარტავს, თუ როგორ ვახორციელებთ ჩვენი რეგისტრირებული მომხმარებლების („მომხმარებელი“, „თქვენ“, „თქვენი“) პერსონალური მონაცემების და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, გაზიარებას და დაცვას.
თუ „თქვენ“ არ ეთანხმებით მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, გაზიარების და დაცვის იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“, არ გამოიყენოთ შპს კოკოსის რომელიმე სხვა სერვისი.
-
ამ ვებ-გვერდის გამოყენება ჩაითვლება იმის ნიშნად, რომ „თქვენ“ წაიკითხეთ, გაიგეთ და დაეთანხმეთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“ განსაზღვრულ მეთოდებსა და პოლიტიკას და თანახმა ხართ, „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ სავალდებულო იყოს თქვენთვის.
-
წინამდებარე დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ „თქვენ“ ეთანხმებით „თქვენი“ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამჟღავნების იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“.
-
თუ ვებ-გვერდს იყენებთ სხვა ადამიანის სახელით (მაგალითად, თქვენი შვილის), „თქვენ“ აცხადებთ, რომ უფლებამოსილი ხართ, (I) ამ ადამიანის სახელით აღიაროთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ და (II) ამ ადამიანის სახელით დაეთანხმოთ მის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, გაზიარების და დაცვის იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“.
1. პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება
შპს კოკოსი აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია, რომ მოგაწოდოთ „სერვისები“ და საუკეთესო გზით დავაკმაყოფილოთ „თქვენი“ საჭიროებები, ასევე, სტატისტიკური ანალიზისა და ბიზნესის კვლევისთვის მხოლოდ აგრეგირებული ან დეიდენტიფიცირებული ფორმით.
ჩვენ პატივს ვცემთ „თქვენს“ კონფიდენციალობას და ამიტომ, დასამუშავებელი პერსონალური მონაცემები:
ა. მუშავდება კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ;
ბ. გროვდება მკაფიო, კონკრეტული და ლეგიტიმური მიზნებისთვის და მხოლოდ ამ მიზნების შესაბამისად;
გ. არის იმ მიზნების ადეკვატური, რელევანტური და არ არის გადაჭარბებული იმ მიზნებისთვის, რომელთათვისაც მუშავდება;
დ. არის ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, ხდება მათი განახლება;
ე. ინახება ისეთი ფორმით, რაც მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა იმ ვადის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია მიზნებისთვის, რისთვისაც ეს მონაცემები მუშავდება.
„თქვენ“ ეთანხმებით ზემოხსენებული მიზნებისთვის ასეთი ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას შპს კოკოსის მიერ. ინფორმაცია, რომელსაც „თქვენგან“ შევაგროვებთ და დავამუშავებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
● „თქვენი“ სახელი და გვარი;
● მოწყობილობა, რომელსაც ვებ-გვერდისთვის იყენებთ;
● თქვენი საცხოვრებელი მისამართი (ქვეყანა, ქალაქი და მისამართის სხვა დეტალები);
● საკონტაქტო მონაცემები (როგორებიცაა, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);
● დემოგრაფიული მონაცემები (როგორებიცაა, „თქვენი“ დაბადების თარიღი);
● „თქვენი“ პირადობის მოწმობის ან რომელიმე სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და მისი გამცემი ქვეყანა;
2. კონფიდენციალობის გარანტიები
2.1. „თქვენ“ პასუხისმგებელი ხართ იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც გვაწვდით, როგორიცაა „თქვენი“ საკონტაქტო მონაცემები ანგარიშის რეგისტრაციისას. თუ „თქვენ“ მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია (ან აღარ შეესაბამება სინამდვილეს, აღარ არის ზუსტი, მოძველდა ან არასრული გახდა), ანდა შპს კოკოსს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ „თქვენ“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია, ჩვენ შეიძლება შეგიწყვიტოთ „თქვენთვის“ „სერვისების“ მოწოდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.2. თუ „თქვენ“ გსურთ „თქვენი“ ანგარიშის დეაქტივაცია ან გაუქმება ანდა გვთხოვთ, აღარ გამოვიყენოთ „თქვენი“ ინფორმაცია „თქვენთვის“ „სერვისების“ მოსაწოდებლად, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის ამ მისამართის kocosgeorgia@gmail.com მეშვეობით. ჩვენ გვაქვს უფლება, შევინახოთ „თქვენი“ ინფორმაცია მანამ, სანამ აქტიურია „თქვენი“ „სერვისების“ ანგარიში და საჭიროა „თქვენთვის“ „სერვისების“ მოწოდება. ასეთ ინფორმაციას არ შევინახავთ იმ ვადაზე მეტ ხანს, რაც საჭირო იქნება იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ეს ინფორმაცია შესაძლოა კანონიერად გამოვიყენოთ ან სხვაგვარად მოითხოვდეს იმ დროს მოქმედი კანონი. შესაძლოა მოვახდინოთ „თქვენი“ მონაცემების დეიდენტიფიცირება და აგრეგირება და შემდეგ შენახვა, თუ დაგვჭირდა ჩვენი სერვისების უფრო ეფექტიანად მიწოდებისთვის, მაგრამ დეიდენტიფიცირებულ მონაცემებს ჩვენ გამოვიყენებთ მხოლოდ ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „თქვენ“ მიერ თანხმობის გამოხმობის ან ანგარიშის გაუქმების შედეგად შპს კოკოსი ვეღარ მოგაწოდებთ „სერვისებს“
2.3. თუ არ გსურთ, მიიღოთ სარეკლამო და მარკეტინგული კატეგორიის ინფორმაცია სერვისების შესახებ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: kocosgeorgia@gmail.com
2.4. შპს კოკოსი ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რომ დაიცვას მის კონტროლქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირებისა და უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევით დაკარგვისგან. თუმცა, შპს კოკოსი არ არის პასუხისმგებელი „მომხმარებლის“ რაიმე ზარალზე, რომელიც მას მიადგა „მომხმარებლის“ იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან მოპარული მონაცემების გამო, რომლითაც „მომხმარებელი“ იღებს „სერვისებს“.
2.5. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით კონფიდენციალობის და მონაცემების დაცვის „თქვენს“ უფლებას და გარდა ამ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“ განსაზღვრული შემთხვევებისა, „თქვენს“ პერსონალურ ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ მაშინ, თუ ამას მოითხოვს კანონი, ზედამხედველობითი ორგანო ან სამართალდამცავი ორგანო, ანდა თუ შპს კოკოსი თავისი შეხედულებით, ჩათვლის საჭიროდ საკუთარი უფლებების ან სხვათა უფლებების დასაცავად, ადამიანებისა და ქონებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, თაღლითობასა ან საკრედიტო რისკთან საბრძოლველად, ან „გამოყენების პირობების“ ასამოქმედებლად ან გამოსაყენებლად.
2.6. იმ მოცულობით, რა მოცულობითაც იქნება საჭირო „მომხმარებლებისთვის“ „სერვისების“ გასაწევად, შპს კოკოსი ინფორმაციას მიაწოდებს კონტრაქტორებს, რომლებიც მუშაობენ შპს კოკოს-ის სახელით ან შპს კოკოს-სთან „ვებ-გვერდის“ ექსპლუატაციაზე. ასეთ შემთხვევაში, „თქვენ“ გვაძლევთ ნებართვას, „თქვენი“ პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ ამ მიზნით გავუმხილოთ კონტრაქტორებს.
2.7. ჩვენ ხელმისაწვდომს ვხდით „მომხმარებლის“ ყველა ინფორმაციას ჩვენი თანამშრომლების, აგენტების ან პარტნიორებისა და მესამე მხარეებისთვის მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის საფუძველზე და ვაკისრებთ ჩვენს თანამშრომლებს კონფიდენციალობის მკაცრი დაცვის ვალდებულებას.
3. ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში
ჩვენ გვაქვს უფლება, ნებისმიერ დროს განვაახლოთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“. იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა „მომხმარებლის“ იდენტიფიცირებადი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაში ან „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“, ჩვენ ისე განვათავსებთ შეტყობინებას მეილზე, რომ შეძლოთ მათი გაცნობა „სერვისების“ მოხმარების გაგრძელებამდე. თუ „თქვენ“ წინააღმდეგი იქნებით პირობებში რაიმე ცვლილების და აღარ ისურვებთ „სერვისების“ მიღებას, „თქვენი“ ანგარიშის დეაქტივაციისთვის დაგვიკავშირდით kocosgeorgia@gmail.com -ზე. თუ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, ჩვენი ახლანდელი „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ ეხება ყველა ინფორმაციას, რომელიც შპს კოკოს-ს აქვს „თქვენსა“ და „თქვენი“ ანგარიშის შესახებ.
4. თანხმობა წინამდებარე პოლიტიკაზე
„თქვენ“ აღიარებთ, რომ წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ წარმოადგენს „ვებ-გვერდისა და სერვისების გამოყენების პირობების“ ნაწილს და უპირობოდ აცხადებთ, რომ თუ „ვებ-გვერდის“ და მისი „სერვისების“ „მომხმარებელი“ გახდებით „თქვენ“ (i) ეთანხმებით „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“ და (ii) ეთანხმებით შპს კოკოს-ის მიერ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, შეგროვებას, დამუშავებასა და/ან გამჟღავნებას იმ ფორმით და იმ მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა“ და „მომხმარებლის პირობებში“.
5. მისამართი კონფიდენციალობის და მონაცემთა დაცვის უფლების თაობაზე კითხვებისთვის
თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ ან თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების და გამჟღავნების მეთოდების შესახებ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე kocosgeorgia@gmail.com. ჩვენ გამოვიყენებთ სათანადო ძალისხმევას, რომ სწრაფად გიპასუხოთ ნებისმიერ თხოვნაზე, შეკითხვასა ან წუხილზე, რომელიც შესაძლოა გქონდეთ ჩვენს მიერ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.