top of page

პილინგ-შრატი 10% ნუშის მჟავითა და ჰიალურონის მჟავით

 

შრატს აქვს რბილი პილინგის ეფექტი, ხელს უწყობს რქოვანა შრის ნაზ აქერცვლას გაღიზიანებისა და სიწითლის გარეშე. პროდუქტი არბილებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ტონს.

პროდუქტი ამცირებს ნაოჭების და ფორების ხილვადობას, ათანაბრებს ტონს , არბილებს მიკრორელიეფს და ააქტიურებს შიდა განახლების პროცესს. წყალზე დაფუძნებული შრატი არ იწვევს გაღიზიანებას.

 

ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:

- ნუშის მჟავას 10%-ს აქვს უფრო დიდი მოლეკულური ზომა, ვიდრე სხვა AHA მჟავებს, რის გამოც იგი ნაზად მოქმედებს რქოვანა შრის ზედაპირზე და უზრუნველყოფს უფრო დელიკატურ აქერცვლას. ნაზად ასუფთავებს კანის მკვდარ უჯრედებს, ავიწროებს გაფართოებულ ფორებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას, ამცირებს ნაოჭებს და მატებს ბზინვარებას.

- ნატრიუმის ჰიალურონატის კროსპოლიმერი შედგება მრავალი მოლეკულისგან, რომლიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რაც ეხმარება კანს ტენიანობის დიდხანს შენარჩუნებაში.

- ტასმანიის წიწაკის ექსტრაქტი ებრძვის გაღიზიანებას, ხელს უწყობს მიკროდაზიანების შეხორცებას.

შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის.

 

გამოყენების წესი: წაისვით შრატი გაწმენდილ სახეზე , პროდუქტის შეწოვის შემდეგ გააგრძელეთ კანის მოვლის რუტინა. რეკომენდებულია საღამოს მოვლისთვის. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება დღის განმავლობაში, რადგან AHA მჟავები ზრდის კანის მგრძნობელობას ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ.

 

*გახსნის შემდეგ ვარგისიანობის ვადა მიეთითება ღია თავსახურიანი ქილის სიმბოლოთი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შეფუთვაზე: 3M, 6M, 12M. სიმბოლო მიუთითებს შენახვის ვადას საერთო შენახვის ვადის ფარგლებში: 3 წელი წარმოების დღიდან.

 

დამზადებულია კანადაში

სახის შრატი The Ordinary Mandelic Acid 10% + HA (30ml)

55,00GEL Regular Price
49,00GELSale Price
  • Propanediol, Aqua (Water), Mandelic Acid, Glycerin, Dimethyl Isosorbide, Sodium Hyaluronate Crosspolymer, Tasmannia Lanceolata Fruit/Leaf Extract, Pentylene Glycol, Polysorbate 20, Sodium Hydroxide, Ethylhexylglycerin, 1,2-Hexanediol, Caprylyl Glycol.

bottom of page