top of page

ინტენსიური ამპულა პრობიოტიკებით

 

ამპულას ახასიათებს გამოხატული აღმდგენი მოქმედება, აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციებს და არეგულირებს ჰიდროლიპიდურ ბალანსს. ის აჯანსაღებს კანის მიკრობიოტას და ბლოკავს ბაქტერიების გამრავლებას.

პროდუქტი ამკვრივებს კანის ქსოვილებს, აღადგენს დაზიანებულ ლიპიდურ შრეს და ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ანეიტრალებს გარემო ფაქტორების აგრესიულ ზემოქმედებას. ინტენსიურად ატენიანებს კანს და თავიდან აცილებს მის გაუწყლოებას (დეჰიდრატაციას).

ასევე, ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესებს, ხელს უწყობს მცირე ანთებითი კერების შეხორცებას და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.

 

ძირითადი აქტიური კომპონენტები:

  • აზიური ცენტელას ექსტრაქტი: მიღებულია მადაგასკარის ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში გაზრდილი მცენარეებიდან. მომენტალურად ხსნის გაღიზიანებასა და სიწითლეს, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ხელს უშლის კაპილარული ქსელის წარმოქმნას და ეფექტურია კუპეროზთან ბრძოლაში.

  • ცენტელას ლაქტობაცილების ფერმენტი (კუნძულ ჩეჯუდან): ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას და აღადგენს ეპიდერმისის ფუნქციებს. ამსუბუქებს კანის ანთებითი დაავადებების სიმპტომებს, ამცირებს მის მგრძნობელობას და უნარჩუნებს კანს ელასტიურობას, გლუვ ტექსტურასა და სიმკვრივეს.

  • TECA კომპლექსი (Asiaticoside, Madecassic Acid, Asiatic Acid, Madecassoside): გააჩნია მძლავრი ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელი მოქმედება. ხელს უწყობს კანის ბარიერული თვისებების აღდგენასა და ტენის შენარჩუნებას, ამცირებს მგრძნობელობასა და შეშუპებას, ამაგრებს სისხლძარღვებს და აფერხებს კუპეროზს.

  • ცერამიდები: ამაღლებენ ეპიდერმისის დამცავ ფუნქციებს, აღკვეთენ ტენის დაკარგვას და ეხმარებიან კანს რეაბილიტაციაში. აქრობენ სიმშრალეს ; ეფექტურია ალერგიული გამონაყარის, ეგზემისა და ფსორიაზის მკურნალობის დროს.

  • პანთენოლი: ხასიათდება გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტით, არეგულირებს ლიპოგენეზის (ცხიმების სინთეზის) პროცესს, რაც უჯრედებში ტენიანობის საჭირო დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და იცავს კანს გამოშრობისგან.

  • მაკადამიას ზეთი: ინტენსიურად კვებავს და არბილებს კანს, მომენტალურად შეიწოვება და მარტივად ნაწილდება ზედაპირზე. ხელს უწყობს კანის საფარველის აღდგენას და მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი.
     

კანის ტიპი: იდეალურია მშრალი, ნორმალური და მგრძნობიარე კანისთვის.

 

გამოყენების წესი:

კანის გაწმენდისა და ტონიზირების (ტონერის) ეტაპის შემდეგ, დაიტანეთ ამპულის საჭირო რაოდენობა სახესა და კისერზე. ნაზი მოძრაობებით გადაინაწილეთ კანზე სრულ შეიწოვამდე, რის შემდეგაც გადაისვით სახის კრემი

სახის შრატი SKIN1004 Madagascar Centella Probio-Cica Intensive Ampoule (30ml)

38,00 ₾Price
bottom of page