top of page

ანთების საწინააღმდეგო შრატი აზელაინის მჟავით

 

შრატი ეფექტურად მკურნალობს გამონაყარს , შავ წერტილებს და აკნეს, აღმოფხვრის ანთების გამომწვევ მიზეზს.

პროდუქტი აღიავებს აკნეს შემდგომ გამონაყარს, ათანაბრებს კანის ტექსტურას, აღადგენს ელასტიურობას და თანაბარ, ჯანსაღ ტონს. შრატი ეფექტურია ჰიპერპიგმენტაციისა და როზაცეას წინააღმდეგ ბრძოლაში.

უწყლო პროდუქტი დამზადებულია ალოე ვერას ექსტრაქტის საფუძველზე.

 

შრატის ძირითადი კომპონენტია  აზელაინის მჟავა (10%) - ფარმაცევტული ინგრედიენტი, რომელიც გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ. აზელაინის მჟავა ასევე ხელს უშლის ფორების გაჭედვას და კომედონების გაჩენას.

შრატი 70%-ით შედგება ორგანული ინგრედიენტებისგან. არ შეიცავს სულფატებს, პარაბენებს, ხელოვნურ საღებავებს, სპირტს, მინერალურ ზეთებს და სუნამოებს.

 

დამატებითი აქტიური ინგრედიენტები:

  • ნიაცინამიდი ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზის სტიმულირებას და კანის დამცავი ფუნქციების გაუმჯობესებას, ამცირებს პიგმენტაციას, ავიწროებს ფორებს, ამშვიდებს და ეფექტურია მგრძნობიარე კანისთვის.
  • მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტი ატონიზირებს, იცავს უჯრედებს, ამცირებს შეშუპებას და არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას. პანთენოლი ამსუბუქებს სიწითლესა და გაღიზიანებას და აქვს ჭრილობების შემახორცებელი თვისებები.
  • ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს კანის ღრმა ფენების დატენიანებას, ზრდის კანის ტურგორს და აუმჯობესებს მის ელასტიურობას.
  • ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტი ხელს უწყობს კანის არბილებას და გაღიზიანების შემსუბუქებას, აჩქარებს შეხორცებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული აქტივობა, ატენიანებს და ამშვიდებს.
     

შესაფერისია ცხიმიანი, პრობლემური კანისთვის და პიგმენტაციის მქონე კანისთვის.

რეკომენდებულია შრატის გამოყენება საღამოს მოვლის დროს და მზისგან დამცავი კრემის გამოყენება დღის განმავლობაში გამოყენებისას.

შრატი COS DE BAHA Azelaic Acid 10% Serum (AZ) (30ml)

55,00GELPrice
  • Aloe Barbadensis Leaf Extract, Propylene Glycol, Azelaic Acid, Polysorbate 20, 1,2-Hexanediol, Propanediol, Panthenol, Niacinamide, Sodium Hyaluronate, Sodium Citrate, *Camellia Sinensis Leaf Extract, *Mormodica Charantia Fruit Extract, *Sambucus Nigra Flower Extract, *Leontopodium Alpinum Extract
     

bottom of page