სახის სებორეგულაციური მზისგან დამცავი სტიკი
ეს მზისგან დამცავი სტიკი მარტივი და მოსახერხებელია გამოსაყენებლად — იგი ადვილად დაიტანება და ნაწილდება კანზე.ულტრაიისფერი (UV) გამოსხივებისგან დაცვის მაღალი მაჩვენებელი საიმედოდ იცავს კანს არასასურველი პიგმენტაციისა და გარუჯვისგან, ასევე ბლოკავს კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების დაშლის პროცესს, რომელსაც მზის სხივების აგრესიული მოქმედება იწვევს.
სტიკი შეიცავს ახალი თაობის ფოტოსტაბილურ, უსაფრთხო ქიმიურ ფილტრებს:Uvinul A Plus (Diethylamino Hydroxybenzoyl Hexyl Benzoate) — იცავს UVA სპექტრის სხივებისგან.Uvinul T 150 (Ethylhexyl Triazone) — იცავს UVB გამოსხივებისგან.Tinosorb S (Bis-Ethylhexyloxyphenol Methoxyphenyl Triazine) — ფართო სპექტრის ფილტრი, რომელიც იცავს როგორც UVA, ისე UVB სხივებისგან.კომპაქტური ზომის წყალობით, სტიკი ადვილად ეტევა ჩანთაში. მისი საშუალებით ძალიან მოსახერხებელია დამცავი ფენის განახლება დღის განმავლობაში, ხოლო მქრქალი (მატირებელი) ეფექტი აქრობს ცხიმოვან ბზინვარებას. იგი აბსორბირებს ზედმეტ სებუმს (კანის ცხიმს) და ტოვებს პუდრისებრ, აბრეშუმისებრ ფინიშს.ძირითადი მოქმედი
კომპონენტები:
- კომპლექსი Anti-Sebum P™ (ფიჭვის, თელას, ენოთერას და პუერარიას ექსტრაქტები) — თრგუნავს ცხიმოვანი ჯირკვლების ზედმეტ აქტივობას და არეგულირებს სებუმის გამოყოფას: აბალანსებს კანის ცხიმიანობას და აქრობს პრიალა ბზინვარებას.
- ბამბის ექსტრაქტი — წარმოადგენს ფლავონოიდების, მთრიმლავი და მინერალური ნივთიერებების (ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი) მდიდარ წყაროს. ამშვიდებს და ეფექტურად ხსნის გაღიზიანებას, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და შესანიშნავად ატენიანებს მას.
- ტოკოფეროლი (ვიტამინი E) — იცავს კანს გარემო ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედებისგან, ხელს უშლის უჯერი ლიპიდების დაჟანგვას და ინტენსიურად ამდიდრებს კანს ვიტამინებით.
- ნიმის ფოთლების ექსტრაქტი — აქვს ჭრილობების შემხორცებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება, კანს ხდის გლუვსა და აბრეშუმისებრს, არეგულირებს კანის ცხიმის გამოყოფას.
- ბადრიჯნის ექსტრაქტი — ღრმად ატენიანებს და კვებავს კანს სასარგებლო მიკროელემენტებით. ხელს უწყობს აკნესა და სხვა ანთებითი პროცესების მკურნალობას, აღიავებს პიგმენტურ ლაქებსა და პოსტაკნეს, აქვს შესანიშნავი მატონიზებელი ეფექტი.
- ალოეს ექსტრაქტი — ახასიათებს ჭრილობების შემხორცებელი და ანტიმიკრობული მოქმედება, ამშვიდებს გაღიზიანებას. ღრმად ატენიანებს და უჯრედებს სასარგებლო ვიტამინებით ამარაგებს, აძლიერებს დამცავ ბარიერს.
- კურკუმას ექსტრაქტი — ამცირებს სიწითლეს და აჩქარებს ანთებითი კერების შეხორცებას, გააჩნია ანტიოქსიდანტური აქტივობა, ათანაბრებს კანის ტონს და აქრობს სიფერმკრთალეს.
კანის ტიპი: განკუთვნილია კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის.
გამოყენების წესი: თანაბრად დაიტანეთ საშუალება კანის მოვლის დასკვნით ეტაპზე (კრემის შემდეგ), გარეთ გასვლამდე 15-20 წუთით ადრე.
მზისგან დამცავი სტიკიTOCOBO Cotton Soft Sun Stick SPF50+ PA++++ (19g)
Synthetic Wax, Dibutyl Adipate, Butylene Glycol Dicaprylate/Dicaprate, Octocrylene, Methyl Methacrylate Crosspolymer, Vinyl Dimethicone/Methicone Silsesquioxane Crosspolymer, Ethylhexyl Methoxycinnamate, Dicaprylyl Carbonate, Cetyl Ethylhexanoate, Silica, Ethylhexyl Salicylate, Diethylamino Hydroxybenzoyl Hexyl Benzoate, Bis-Ethylhexyloxyphenol Methoxyphenyl Triazine, Tocopheryl Acetate, Ozokerite, Melia Azadirachta Leaf Extract, Melia Azadirachta Flower Extract, Coccinia Indica Fruit Extract, Solanum Melongena (eggplant) Fruit Extract, Aloe Barbadensis Flower Extract, Cardiospermum Halicacabum Flower/Leaf/Vine Extract, Curcuma Longa (turmeric) Root Extract, Corallina Officinalis Extract, Ocimum Sanctum Leaf Extract, Gossypium Herbaceum (cotton) Extract, Sophora Flavescens Root Extract, Rheum Palmatum Root/Stalk Extract, Scutellaria Baicalensis Root Extract, Phellodendron Amurense Bark Extract, Oenothera Biennis (evening Primrose) Flower Extract, Ulmus Davidiana Root Extract, Pinus Palustris Leaf Extract, Pueraria Lobata Root Extract, Echium Plantagineum Seed Oil, Simmondsia Chinensis (jojoba) Seed Oil, Caprylyl Glycol, Bisabolol, Triethoxycaprylylsilane, Titanium Dioxide, Polyglyceryl-2 Triisostearate, Octyldodecanol, Polyglyceryl-4 Diisostearate/Polyhydroxystearate/Sebacate, Helianthus Annuus (sunflower) Seed Oil Unsaponifiables, Tocopherol, Water, Butylene Glycol, 1,2-Hexanediol, Fragrance

