კოლაგენის კრემ-გელი „მინისებრი კანის“ ეფექტით
კრემ-გელი Medicube Collagen Jelly Cream ავსებს ტენიანობის დეფიციტს, ასტიმულირებს აღდგენის შიდა პროცესებს, კანს ხდის ბზინვარეს, მკვრივსა და გლუვს.
ის აჩქარებს მიკროდაზიანებების შეხორცებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და ანელებს დაბერების პროცესს. ათანაბრებს ტონს და ანიჭებს ელვარებას „მინისებრი კანის“ (Glass Skin) ეფექტით.
მსუბუქი გელისებრი ტექსტურა იდეალურია Medicube-ის აპარატებთან ერთად გამოსაყენებლად. არ შეიცავს სილიკონებსა და ხელოვნურ საღებავებს — პროდუქტის ვარდისფერ ფერს ვიტამინი B12 განაპირობებს. pH დონე: 5,69–7,69.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:
3 ტიპის კოლაგენი: ატენიანებს და ეხმარება კანს ტენის შენარჩუნებაში, ასტიმულირებს აღდგენას, აუმჯობესებს ტექსტურას და ინარჩუნებს სიგლუვეს. გამოყენებულია 260 Da მოლეკულური მასის კოლაგენი, რომელიც ღრმად აღწევს კანში. ის დამუშავებულია -120°C ტემპერატურაზე, რაც მაქსიმალურად ინარჩუნებს მის სასარგებლო თვისებებს.
PDRN (Sodium DNA): დაბალმოლეკულური პოლინუკლეოტიდები, რომლებიც რთავს ეპიდერმისის აღდგენისა და კოლაგენისა თუ ელასტინის ახალი ბოჭკოების სინთეზის პროცესს. აღადგენს ნაადრევი დაბერებით, ჭარბი მზის გამოსხივებითა და გარემოს აგრესიული ფაქტორებით გამოწვეულ დაზიანებებს.
ჰიდროლიზებული ელასტინი: ამაგრებს და ინარჩუნებს კოლაგენის ბოჭკოებს, ზრდის ქსოვილების ელასტიურობას, კანს ხდის მკვრივსა და გლუვს.
ნიაცინამიდი (ვიტამინი B3): არეგულირებს ცხიმის (სებუმის) გამოყოფას, აქრობს ცხიმოვან ბზინვარებას, ამცირებს პიგმენტაციას და ხელს უშლის მის გაჩენას. ასევე ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას.
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12): ატენიანებს, ამშვიდებს, თრგუნავს ანთებით პროცესებს, ამაგრებს კაპილარებს და ხელს უშლის აკნეს განვითარებას.
პულულანი: პოლისაქარიდული პოლიმერი ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტით. კანზე ქმნის უხილავ ფენას, რომელიც ინარჩუნებს ტენს, ჭიმავს და ანიჭებს სიგლუვეს.
ჰიდროლიზებული პროტეოგლიკანი: ცილა, რომელიც ატენიანებს, არბილებს, ზრდის კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას.
სკვალანი: ამშვიდებს, ატენიანებს, კვებავს და ხელს უშლის ტენის ორთქლებას.
ტრეგალოზა: ატენიანებს, ანელებს ასაკობრივი ცვლილებების გამოვლინებას და აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი.
გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის.
გამოყენების წესი: დაბანის, ტონიზებისა და შრატის წასმის შემდეგ, დაიტანეთ კრემი სახეზე და თანაბრად გადაანაწილეთ კანზე

