Celimax Noni Refresh Clay Mask — თიხის გამწმენდი ნიღაბი ნონის ექსტრაქტით აშორებს ჭუჭყს, იწოვს (აბსორბირებას უკეთებს) ზედმეტ სებუმს, ხელს უშლის კომედონების წარმოქმნას და ავიწროებს ფორებს.
ნონის დაქუცმაცებული ნაყოფის პუდრას აქვს ნაზი სკრაბინგის ეფექტი, აშორებს კანს გარქოვანებულ უჯრედებს, არბილებს და ასწორებს კანის რელიეფს, ასევე ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ჩაცხრობასა და შეხორცებას.
პროდუქტი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას, ამცირებს კანის ცხიმიანობას, აუფერულებს ფორებში დაგროვილ ცხიმოვან ძაფებსა (Sebaceous filaments) და შავ წერტილებს. აქვს მსუბუქი ბალახოვანი არომატი.
ძირითადი მოქმედი კომპონენტები:
კაოლინი (23%) — თიხის სახეობა, რომელიც იწოვს ზედმეტ სებუმს, ანიჭებს კანს მატ ეფექტს, ასუფთავებს და ამდიდრებს მას მინერალებით.
ბენტონიტი (7,5%) — აშორებს ჭუჭყს, ამცირებს აკნეს განვითარების რისკს, ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას და აკონტროლებს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას.
ნონის (მორინდას) ექსტრაქტი — შეიცავს პოლიფენოლებს, მინერალებსა და ვიტამინებს. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამშვიდებს გაღიზიანებას და იცავს კანს ოქსიდანტური სტრესისგან.
არყის ხის წვენი — აძლიერებს კანის ბარიერს, მატებს მას სიმკვრივეს და აღადგენს ჰიდროლიპიდურ ბალანსს. ახასიათებს ანტიბაქტერიული თვისებები და აჩქარებს მიკროდაზიანებების შეხორცებას.
ალანტოინი — ამშვიდებს გაღიზიანებასა და ქავილს, ამცირებს აკნეს წარმოქმნის რისკს, არბილებს კანის გაუხეშებულ ადგილებს და ააქტიურებს რეგენერაციის პროცესს.
შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის.
გამოყენების წესი:
დაიტანეთ ნიღაბი სუფთა, მშრალ კანზე. მოერიდეთ თვალისა და ტუჩის გარშემო არეებს. დაიტოვეთ 5−10 წუთის განმავლობაში, კარგად ჩამოიბანეთ წყლით და გააგრძელეთ კანის მოვლის შემდგომი რუტინა
თიხის ნიღაბი Celimax Noni Refresh Clay Mask (120ml)
Water, Kaolin (CI 77004), Glycerin, Bentonite (CI 77004), Propanediol, Alcohol Denat., 1,2-Hexanediol, Dipropylene Glycol, Iron Oxides (CI 77492), Morinda Citrifolia Fruit Extract, Iron Oxides (CI 77499), Citric Acid, Xanthan Gum, Butylene Glycol, Betula Platyphylla Japonica Juice, Ethylhexylglycerin, Morinda Citrifolia Extract, Fragrance, Allantoin, Saponaria Officinalis Extract, Kigelia Africana Fruit Extract

