top of page

ქსოვილური ნიღაბი რეტინოლით.

 

ნიღაბი შეიცავს 3 ძლიერი დაბერების საწინააღმდეგო აქტივის კომბინაციას: რეტინოლს, რეტინალს და ბაკუჩიოლს.

 

-რეტინოლი და რეტინალი არის A ვიტამინის ფორმები, რომლებიც აუმჯობესებენ კანის ტექსტურას. ვიტამინი A ასტიმულირებს უჯრედების განახლებას, რითაც აძლიერებს, ამკვრივებს, არბილებს ნაოჭებს, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს და ახდენს ცხიმის სეკრეციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ცხიმიან ბზინვარებას.

-ბაკუჩიოლი არის რეტინოიდების მცენარეული ანალოგი, რომელიც ბევრად უფრო ნაზი და მგრძნობიარე კანისთვისაა შესაფერისი. ბაკუჩიოლი აახალგაზრდავებს და ასევე ასტაბილურებს რეტინოლს, აძლიერებს მის ეფექტს.

ულტრა თხელი მიკრობოჭკოვანი ქსოვილის ბაზა მჭიდროდ ერგება კანს, რაც საშუალებას აძლევს პროდუქტის აქტიურ ნივთიერებებს ღრმად შეაღწიოს ეპიდერმისში. ლიპოსომის მიწოდების ტექნოლოგია ხელს უშლის გაღიზიანებას და დაზიანებას რქოვანა შრეზე.

 

დამატებითი აქტიური ინგრედიენტები:

- ჰიალურონის მჟავას 10 სახეობას აქვს სხვადასხვა მოლეკულური წონა, რის გამოც ისინი მოქმედებენ ეპიდერმისში და მის ზედაპირზე, აქრობენ სიმშრალეს და შებოჭილობის შეგრძნებას, ინარჩუნებენ ელასტიურობას და სიმტკიცეს.

-ცენტელას კომპლექსი (Centella asiatica ექსტრაქტი, აზიატიკოსიდი, მადეკასოსიდი, მადეკასინის მჟავა და აზიური მჟავა) აქრობს სიწითლეს და გაღიზიანებას, არბილებს, ხელს უწყობს შეხორცებას და აძლიერებს დამცავ ბარიერს, ასევე აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს

- პანთენოლი (ვიტამინი B5) აჩქარებს შეხორცებას, ამშვიდებს და ხსნის გაღიზიანებას, აღადგენს ეპიდერმისის მთლიანობას.

- ჩაის ხის ფოთლის ექსტრაქტს აქვს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული ეფექტი, ეხმარება აკნეს მკურნალობას, ხსნის ანთებას და ამცირებს ცხიმის ჭარბ გამომუშავებას.

შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის.

 

გამოყენების წესი: გაწმენდის შემდეგ დაიტანეთ ნიღაბი სახეზე, მოიშორეთ 10-20 წუთის შემდეგ და მსუბუქად წაისვით დარჩენილი ესენცია კანზე რათა კარგად შეიწოვოს. რეკომენდებულია კვირაში 1-2-ჯერ გამოყენება.

 

რეკომენდებულია საღამოს გამოსაყენებლად. თუ გამოიყენება დღის განმავლობაში, წაისვით მზისგან დამცავი საშუალება გარეთ გასვლამდე.

სახის ნიღაბი SOME BY MI Retinol Intense Reactivating Mask

10,00GEL Regular Price
8,50GELSale Price
  • Water, Dipropylene Glycol, Hydrogenated Polydecene, Niacinamide, Dicaprylyl Ether, Melaleuca Alternifolia (Tea Tree) Leaf Extract, Centella Asiatica Root Extract, Centella Asiatica Leaf Extract, Centella Asiatica Extract, Artemisia Capillaris Extract, Olea Europaea (Olive) Fruit Oil, Sodium Hyaluronate, Hydrogenated Lecithin, Beta-Glucan, Cetearyl Olivate, Sorbitan Olivate, Glycerin, Xanthan Gum, Sodium Stearoyl Glutamate, Trehalose, Acrylates/C10-30 Alkyl Acrylate Crosspolymer, Tromethamine, Adenosine, Disodium EDTA, Betaine, Squalane, Tocopherol, Butylene Glycol, Caprylic/Capric Triglyceride, Dimethylsilanol Hyaluronate, Hydrolyzed Sodium Hyaluronate, Hydrolyzed Hyaluronic Acid, Glucose, Glutathione, Panthenol, Potassium Hyaluronate, Hyaluronic Acid, Saccharomyces Ferment, Sodium Hyaluronate Crosspolymer, Hydroxypropyltrimonium Hyaluronate, Sodium Hyaluronate Dimethylsilanol, Sodium Acetylated Hyaluronate, Glyceryl Polymethacrylate, Retinol(10 ppb), Retinal, Madecassoside, Bakuchiol, Asiaticoside, Dextrin, Madecassic Acid, BHA, BHT, Ceramide NP, Sucrose Distearate, Asiatic Acid, Palmitoyl Tripeptide-1, Propylene Glycol, 1,2-Hexanediol, Polysorbate 20, Fragrance, Hydroxyacetophenone, Ethylhexylglycerin

bottom of page