Elizavecca
ELIZAVECCA Witch Piggy Hell-Pore Blemish Spot Patch
SKU: 0310
Elizavecca-ს ჰიდროcolლოიდური პატჩები ეფექტურად იწოვს სითხეს გამონაყარიდან, ამცირებს ანთებას და იცავს კანს ბაქტერიებისგან. ულტრათხელი, გამჭვირვალე დიზაინი მათ შეუმჩნეველს ხდის და აჩქარებს აკნეს შეხორცებას პოსტაკნეს კვალის გარეშე.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
Elizavecca Witch Piggy Hell-Pore Blemish Spot Patch არის ჰიდროკოლოიდური ანტიბაქტერიული პატჩები (პლასტერები) აკნესა და გამონაყარის ლოკალური, სწრაფი მკურნალობისთვის.
ძირითადი თვისებები და მოქმედება:
აშრობს და გამოაქვს ჩირქი — ჰიდროკოლოიდური ბაზა ეფექტურად აბსორბირებს გამონაყარიდან სითხეს (ექსუდატს), რაც აჩქარებს მის „მომწიფებასა“ და შეხორცებას;
იცავს გარემოსგან — ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ბლოკავს ჭუჭყის, ბაქტერიებისა და მაკიაჟის მოხვედრას ანთებულ ადგილზე;
ამცირებს ნაწიბურებს — ხელს უშლის პოსტაკნესა და ნაწიბურების განვითარებას, ასევე გამორიცხავს გამონაყარის ხელით წვალების სურვილს;
უხილავი ეფექტი — პატჩები არის ულტრათხელი და გამჭვირვალე, რის გამოც კანზე თითქმის შეუმჩნეველია და მათი ტარება დღისითაც შესაძლებელია.
შეფუთვის შემადგენლობა (44 ცალი): ნაკრებში შედის სამი სხვადასხვა ზომის წრიული პატჩი:
8 მმ — 24 ცალი
10 მმ — 8 ცალი
12 მმ — 12 ცალი
გამოყენების წესი:
გაასუფთავეთ კანი: კარგად დაბანეთ სახე და მთლიანად გაიმშრალეთ პრობლემური ზონა (კანზე არ უნდა ესვას კრემი ან ტონერი);
დაიკარით პატჩი: შეარჩიეთ შესაბამისი ზომა, დააკარით გამონაყარზე და მსუბუქად დააჭირეთ თითი 2-3 წამით უკეთესი ფიქსაციისთვის;
მოიშორეთ: გაიჩერეთ 4-დან 12 საათამდე (ან დაიტოვეთ ღამით). პატჩი უნდა შეიცვალოს,როდესაც მისი ცენტრი შეიწოვს სითხეს და გახდება თეთრი.
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება