Elizavecca
ELIZAVECCA CER-100 Collagen Coating Hair A+ Muscle Spray
SKU: 0717
150 მლElizavecca-ს სპრეი CER-100 Muscle Spray მომენტალურად ატენიანებს თმას, ამსუბუქებს ვარცხნას. კოლაგენისა და პროტეინების კომპლექსი აღადგენს დაზიანებულ სტრუქტურას და იცავს თმას თერმული დამუშავებისგან
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
თმის აღმდგენი სპრეი ELIZAVECCA CER-100 Collagen Coating Hair A+ Muscle Spray მომენტალურად ატენიანებს, კვებავს და იცავს თმას. ის ამსუბუქებს ვარცხნას, ხდის თმას დამყოლს, რბილსა და აბრეშუმისებრს.
სპრეი ქმნის თხელ დამცავ გარსს თმის ღერის ირგვლივ, რომელიც იცავს მას თერმული დამუშავების (ფენი, უთო), ულტრაიისფერი სხივებისა და გარემოს უარყოფითი ფაქტორებისგან. არ ამძიმებს თმას და არ ტოვებს წებოვან შეგრძნებას.
ძირითადი მოქმედი კომპონენტები:
ჰიდროლიზებული კოლაგენი — ინტენსიურად ატენიანებს, ინარჩუნებს ტენიანობას, ზრდის თმის ელასტიურობას, ანიჭებს სიმკვრივესა და ბუნებრივ ბზინვარებას.
მცენარეული ცილების კომპლექსი (ხორბალი, სოიო, სიმინდი) — აღადგენს დაზიანებულ სტრუქტურას, ავსებს მიკრობზარებს თმის ღეროში, ამაგრებს და ასწორებს
არგანისა და ჟოჟობას ზეთები — ღრმად კვებავს, არბილებს მშრალ და მტვრევად თმას, ებრძვის გაყოფილ ბოლოებს და სძენს ჯანსაღ იერს.
მცენარეული ექსტრაქტების კომპლექსი — იცავს თმას ფოტოდაბერებისგან, აძლიერებს ბუნებრივ დამცავ ბარიერს
გამოყენების წესი: გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი. შეისხურეთ თანაბრად 15–20 სმ მანძილიდან მშრალ ან ოდნავ ნესტიან თმაზე მთელ სიგრძეზე. არ საჭიროებს ჩამობანას
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება