Arencia
ARENICA NAD+ Booster Shot
SKU: 0711
30 მლArencia-ს ინოვაციური NAD+ ბუსტერ-შრატი ებრძვის კანის დაბერების ნიშნებს, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და მატებს კანს ელასტიკურობას. პეპტიდების, NAD/NMN კომპლექსისა და ანტიოქსიდანტების წყალობით ის ღრმად აღადგენს, ამშვიდებს და უბრუნებს სახეს ჯანსაღ ბზინვარებას.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
Arencia-ს NAD+ ბუსტერ-შრატი (NAD+ Booster Shot) ინარჩუნებს კანის სიმკვრივესა და ელასტიკურობას, ზრდის ტურგორს და ეწინააღმდეგება ფტოზს. ამცირებს მიმიკური ნაოჭებისა სიღრმეს, აფერხებს მათ წარმოქმნას.
ღრმად ატენიანებს და აღადგენს დაზიანებულ უბნებს, უბრუნებს სახეს ჯანსაღ ბზინვარებას. ამშვიდებს გაღიზიანებასა და ქავილს, ხსნის სიწითლეს.
ლიპოსომური მიწოდების ტექნოლოგია უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების ღრმა შეღწევადობასა და ათვისებას.
ძირითადი მოქმედი კომპონენტები:
NAD (ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდი) — კოფერმენტი, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს უჯრედის მიტოქონდრიების დაცვაში. ზრდის სიმკვრივეს და ამცირებს ნაოჭების სიღრმეს სირტუინის ცილების გააქტიურების ხარჯზე, რომლებიც ასტიმულირებენ უჯრედულ მეტაბოლიზმს.
NMN (ნიკოტინამიდ მონონუკლეოტიდი) — ასტიმულირებს ცილების სინთეზს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას, აძლიერებს ბარიერულ ფუნქციებს. აფერხებს სიმშრალეს, აქერცვლასა და დეჰიდრატაციას.
ATP (ადენოზინტრიფოსფატი) — ბიოაქტიური კომპონენტი კანის უჯრედული მეტაბოლიზმის მხარდასაჭერად. რთავს რეგენერაციას, აჩქარებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს
10 პეპტიდი — ახდენს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტს: ასტიმულირებს რეგენერაციას, ამცირებს ნაოჭების სიღრმეს, ზრდის ტურგორს. ბოტულინის მსგავსი პეპტიდი არგირელინი ხელს უწყობს სახის კუნთების მოდუნებას და აფერხებს მიმიკური ნაოჭების გაჩენას.
რესვერატროლი — ძლიერი ანტიოქსიდანტი, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, აუმჯობესებს კანის დამცავ ფუნქციებს, ახანგრძლივებს უჯრედების ახალგაზრდობას, აფერხებს ნაოჭების ნაადრევ გაჩენას.
გვაიაზულენი — აზულენის ფორმა, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი კომპონენტი. ებრძვის სიწითლეს, გაღიზიანებასა და ქავილს, ამცირებს მგრძნობელობას.
გამოყენების წესი: გაწმენდისა და ტონირების შემდეგ დაიტანეთ შრატი ლოკალურად პრობლემურ ადგილებზე ან მთელ სახეზე, გაანაწილეთ კანზე. დაასრულეთ მოვლა დამატენიანებელი კრემის წასმით
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება