Elizavecca
ELIZAWECCA Witch Piggy Hell-Pore Turtle's Foot Pack
SKU: 0572
ამქერცლავი პილინგ-წინდები ეფექტურად აშორებს ფეხის მკვდარ უჯრედებს, უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ კვებასა და სიღრმისეულ დატენიანებას. AHA მჟავებისა და მცენარეული კომპონენტების წყალობით, პროდუქტი აჩქარებს რეგენერაციას, აცხრობს ანთებას და ხდის ფეხის კანს განსაკუთრებულად რბილს, ელასტიურსა და გლუვს.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
ამქერცლავი პილინგ-წინდები
ამქერცლავი პილინგ-წინდები შესანიშნავი საშუალებაა ფეხის კანის ნაკლოვანებების მოსაშორებლად. პროდუქტი ეფექტურად და სწრაფად ასუფთავებს, აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, ატენიანებს და ხდის ფეხის კანს რბილს, ნაზსა და გლუვს. პილინგი მიზნად ისახავს მკვდარი ეპიდერმული უჯრედების აქერცვლას, ინტენსიურ კვებასა და კანის რეგენერაციის პროცესების დაჩქარებას. გარდა ამისა, მას აქვს ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული ეფექტი. წინდების შიდა ნაწილი გაჟღენთილია მჟავებზე დაფუძნებული აქტიური, კონცენტრირებული ესენციით.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:
AHA მჟავების კომპლექსი (რძის და გლიკოლის): ხსნის ანთებას, ახდენს დეზინფექციას და გააჩნია ძლიერი რეგენერაციული ეფექტი.
ალანტოინი: ანტიოქსიდანტი, რომელიც ანელებს უჯრედების დაბერებას, ამცირებს კანის მგრძნობელობას და ასტიმულირებს აღდგენას.
ტოკოფეროლი (ვიტამინი E): კვებავს და ატენიანებს კანს, ხელს უწყობს რეგენერაციას და უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას.
შარდოვანა (Urea): შესანიშნავი დამატენიანებელი და დამარბილებელი ინგრედიენტი, რომელიც აძლიერებს უჯრედების განახლებას.
მენთოლი: გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
კვიპაროსის ექსტრაქტი: აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ატონიზირებს კანს, ებრძვის დაბერების ნიშნებს და ამშვიდებს გაღიზიანებას.
გამოყენების ინსტრუქცია:
გახსენით წინდების შეფუთვა.
სითხე თანაბრად ჩაასხით თითოეულ წინდაში და ფრთხილად გაანაწილეთ შიგნით.
ჩაიცვით პილინგ-წინდები.
გააჩერეთ 45-60 წუთი, რომ ესენციამ სრულად იმოქმედოს.
ამოიღეთ წინდები და კარგად დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით.
მე-5-7 დღეს დაიწყება კანის ბუნებრივი განახლების პროცესი.
ყურადღება:
არავითარ შემთხვევაში არ „დაეხმაროთ“ კანს აცლის პროცესში: არ გამოიყენოთ სკრაბი და არ მოიჭრათ კანი ტრავმის თავიდან ასაცილებლად. კანი თავისთავად განახლდება.
პილინგ-წინდები გამოიყენება 1-ხელ 8-12 კვირის განმავლობაში
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება