top of page

სახის კრემი მწვანე ჩაის ექსტრაქტით.

 

მწვანე ჩაის ექსტრაქტზე დაფუძნებული დამატენიანებელი კრემი შესანიშნავად აახალგაზრდავებს კანს, ანიჭებს კომფორტის შეგრძნებას, სასიამოვნოდ ამშვიდებს. შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით რეკომენდებულია ცხიმიანი და გაღიზიანებული კანისთვის. ამავდროულად, არანაკლებ სასარგებლო იქნება მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის.

 

უპირატესობები:

აქვს დამატენიანებელი, გამაგრილებელი და დამამშვიდებელი ეფექტი,

ხსნის ქავილის შეგრძნებას, ამცირებს სიწითლეს, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირების ნორმალიზებას, ხელს უშლის ცხიმიანი ბზინვის გაჩენას, აჩქარებს ანთების შეხორცებას, ხელს უშლის ახლის გაჩენას.

 

 

ძირითადი კომპონენტები:

▪️მწვანე ჩაის ექსტრაქტს აქვს დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ეფექტი, აქვს ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული თვისებები, შლის ტოქსინებს, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალიზებას და აკონტროლებს ცხიმის ჭარბ გამომუშავებას, ხელს უშლის ცხიმიანი ბზინვარების გაჩენას, ასუფთავებს და ამკვრივებს ფორებს.

▪️აზიური ცენტელას ექსტრაქტი აძლიერებს კაპილარებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ეპითელიზაციის პროცესებს, რაც იწვევს კანის ანთებების სწრაფ შეხორცებას და კანის უჯრედების აჩქარებულ რეგენერაციას. ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს კანის ღრმა ფენებში, ხდის კანს უფრო ელასტიურს, არბილებს ნაოჭებს.

სახის კრემი ENOUGH Bonibelle Green Tea Fresh Moisture Control Cream (80 ml)

39,00GEL Regular Price
30,00GELSale Price
    bottom of page