top of page

ორფაზიანი ადგილობრივი აკნეს საშუალება

 

ხელს უწყობს უმოკლეს დროში გაშროს და შემციროს ანთების კერა. აჩქარებს გამონაყარის შეხორცების პროცესს და ხელს უწყობს პოსტ-აკნეს მოშორებას.

 

ორფაზიანი საშუალება ანთების წინააღმდეგ  შედგება 2 ფენისგან: ზედა ფენა არის ესენცია B12 ვიტამინით კანის აქტიური განახლებისთვის, ხოლო ქვედა ფენა არის კალამინის ფხვნილი აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად. პროდუქტი ხელს უწყობს ანთების ფოკუსის ეფექტურად აღმოფხვრას, ამშვიდებს და კურნავს კანს, იცავს პოსტ-აკნეს გაჩენისგან. მას აქვს მსუბუქი გამაღიავებელი  ეფექტი.

 

ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:

- კალამინის ფხვნილი (118,750 ppm) ასტიმულირებს კანის მთლიანობის აღდგენას, ხელს უშლის გამაღიზიანებელი ფაქტორების მოქმედებას, ამშვიდებს გაღიზიანებას და ანთებას და ამცირებს შეშუპებას.

- თუთიის ოქსიდი (57,500 ppm)  ამცირებს ანთებას, ხელს უწყობს კანის სწრაფ შეხორცებას.  ხელს უშლის ცხიმიანი ბზინვის გაჩენას.

- აზიური ცენტელას ექსტრაქტს აქვს მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტი, აუმჯობესებს კანის სიმტკიცეს და ელასტიურობას, ატენიანებს დერმის უჯრედებს.

- სალიცილის მჟავა (15000 ppm) ასტიმულირებს კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლას და უჯრედების განახლებას, აქვს ანტიმიკრობული ეფექტი, ახდენს კანის pH-ის და ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალიზებას, აღიავებს პიგმენტაციას და აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი.

- თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი (50000 ppm) ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალიზებას, ამკვრივებს ფორებს, ასტიმულირებს უჯრედების განახლებას, ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და სახის ფერს.

 

კომპლექტს მოყვება სილიკონის ჯოხი პროდუქტის გამოსაყენებლად.

 

გამოყენების წესი:

წაისვით გაწმენდილ კანზე (სასურველია ღამით).

გამოყენებამდე არ შეანჯღრიოთ!!

სილიკონის ჯოხის გამოყენებით ამოიღეთ კალამინის ფხვნილი ფლაკონის ქვემოდან და წაისვით ანთების წერტილზე ისე, რომ პროდუქტმა მთლიანად დაფაროს მუწუკი. დილით კარგად ჩამოიბანეთ.

გაწმინდეთ ჯოხი გამდინარე წყლის ქვეშ და შეინახეთ სუფთა ადგილას ხელახლა გამოყენებისთვის.

გამოიყენეთ არა უმეტეს 2-ჯერ დღეში, სანამ ანთება არ აღმოიფხვრება.

აკნეს ლოკალური ლოსიონი COSRX AC Collection Blemish Spot Drying Lotion (30ml)

66,00GELPrice
არ არის მარაგში
  • Alcohol, Calamine, Water, Glycerin, Zinc Oxide, Titanium Dioxide, Salix Alba (Willow) Bark Extract, Dimethyl Sulfone, Silica, Salicylic Acid, Colloidal Sulfur, Camphor, Cyanocobalamin, Madecassic Acid, Asiaticoside, Asiatic Acid

bottom of page