top of page

ესენცია BHA მჟავით აკნეს და შავი წერტილების საწინააღმდეგოდ.

 

შეიცავს ბეტაინის სალიცილატის მაღალ კონცენტრაციას, BHA მჟავას, რომელიც აცილებს შავ წერტილებს და აჩქარებს აკნეს მკურნალობას, ასუფთავებს ეპიდერმისის მკვდარ ნაწილაკებს, ახდენს დეზინფექციას, ამცირებს ცხიმის გამომუშავებას, ავიწროებს ფორებს და აღიავებს აკნეს შემდგომ ლაქებს. ესენცია არ აშრობს კანს, პირიქით, ატენიანებს და არბილებს მას.

 

ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:

 

-BHA მჟავა (ბეტაინის სალიცილატი, 4%) ასტიმულირებს კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლას და მათ განახლებას, აქვს ანტიმიკრობული ეფექტი, ახდენს კანის pH-ის ნორმალიზებას და ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას, აღიავებს პიგმენტაციას და აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი.

-თეთრი ტირიფის ქერქის ექსტრაქტი არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, ავიწროებს ფორებს, ასტიმულირებს უჯრედების განახლებას, ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და სახის ფერს.

-ნიაცინამიდს აქვს დამარბილებელი ეფექტი, ზრდის კანის ტურგორს, ავიწროებს ფორებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.

-არგინინი არეგულირებს, აღადგენს, აცილებს მიკროდაზიანებს, ებრძვის ნაოჭებს, არბილებს კანს და აქრობს ასაკთან დაკავშირებულ პიგმენტაციას.

-პანთენოლი ხსნის სიწითლეს და გაღიზიანებას და აქვს ჭრილობების სამკურნალო თვისებები.

-ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს კანის ხანგრძლივ და უაღრესად ინტენსიურ დატენიანებას, იცავს დეჰიდრატაციისა და ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნისგან.

 

გამოყენების წესი: კანის გაწმენდისა და ტონიზირების შემდეგ, წაისვით მცირე რაოდენობა პრობლემურ უბნებზე ან მთელ სახეზე, მოერიდეთ თვალების და ტუჩების ირგვლივ ადგილებს. დაელოდეთ სანამ მთლიანად შეიწოვება და გააგრძელეთ მოვლის შემდეგი ნაბიჯები. თუ ესენციის მთელ სახეზე წასმის შემდეგ იგრძნობთ წვის შეგრძნებას ან სხვა ძლიერ დისკომფორტს, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

მნიშვნელოვანი!

დაიწყეთ პროდუქტის გამოყენება კვირაში ერთხელ კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად. თანდათან გაზარდეთ გამოყენების რაოდენობა კვირაში 2-3-ჯერ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანის უმნიშვნელო დროებითი გაღიზიანება პირველი გამოყენების შემდეგ ნორმალურია.

პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია საღამოს. თუ გეგმავთ პროდუქტის გამოყენებას დილით, მაშინ აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი SPF მინიმუმ 30, რათა თავიდან აიცილოთ პიგმენტაცია. ასევე აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება მეორე დღეს.

არ გამოიყენოთ სხვა ამქერცლავ პროდუქტებთან ერთად, რომლებიც შეიცავს C ან A ვიტამინების მაღალ კონცენტრაციას, ან სხვა პროდუქტებს AHA/BHA მჟავებით. თუ გსურთ უფრო სწრაფი შედეგი, გირჩევთ გამოიყენოთ ერთი პროდუქტი დილით მეორე  კი საღამოს, ან გამოიყენოთ დილას და საღამოს, მაგრამ სხვადასხვა დღეებში.

 

 

გამოდგება ცხიმიანი, პრობლემური და კომბინირებული კანისთვის.

ესენცია COSRX BHA Blackhead Power Liquid (100ml)

69,00GELPrice
    bottom of page