top of page

მზისგან დამცავი კრემი SPF 50+/PA+++.

 

სახისა და სხეულის მზისგან დამცავი კრემი ალოეს ექსტრაქტით აქვს მაღალი დაცვა ულტრაიისფერი გამოსხივების აგრესიული ზემოქმედებისგან (SPF 50+)

 

შესანიშნავად ატენიანებს, აქრობს სიმშრალეს და დაჭიმულობას, აფერხებს არასასურველ პიგმენტაციის გაჩენას და ანელებს კანის დაბერებას.

 

პროდუქტს აქვს გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი, აქრობს ქავილს და სიწითლეს. მას აქვს სამკურნალო თვისებები და აჩქარებს კანის რეგენერაციის პროცესებს.

 

კრემს აქვს მსუბუქი ტექსტურა, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს თეთრ ზოლებს.

 

ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:

-ალოე ვერას ექსტრაქტს აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, ანტიოქსიდანტური ეფექტი, ასევე მატონიზირებელი და გამაგრილებელი ეფექტი.

-აზიური ცენტელას ექსტრაქტი ზრდის სიმტკიცეს და ელასტიურობას, ამდიდრებს კანის უჯრედებს ტენით. ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისა და უარყოფითი გარემო ფაქტორებისგან.

-მწვანე ჩაის ექსტრაქტი ამცირებს პათოგენური ბაქტერიების აქტივობას, კურნავს, ებრძვის ნაწიბურებს და პოსტ-აკნეს. არბილებს ნაოჭებს, ხსნის სიმშრალეს და აქერცვლას. განაახლებს, აღიავებს ასაკობრივ ლაქებს

-ალანტოინი ინტენსიურად ატენიანებს, ეხმარება ფორების შევიწროებას და ცხიმის გამომუშავების ნორმალიზებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამშვიდებს და არბილებს გაღიზიანებულ კანს.

-თეთრი თუთის ექსტრაქტი ხელს უწყობს პიგმენტაციის ნაზად გაღიავებას.

შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის

 

 

გამოყენების წესი: წაისვით კრემის საჭირო რაოდენობა 30 წუთით ადრე გარეთ გასვლამდე. საჭიროებისამებრ განაახლეთ დამცავი ფენა.

მზისგან დამცავი კრემი FARM STAY Aloe Vera Perfect Sun Cream SPF 50+ PA+++ (70g)

28,00GELPrice
არ არის მარაგში
    bottom of page