top of page

სახის კრემი იუზუს ექსტრაქტით

 

კრემი აჯერებს კანს ვიტამინებით და ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას. პროდუქტი არეგულირებს მელანინის გამომუშავებას, აღიავებს არასასურველ პიგმენტაციას, ჭორფლებს და პოსტ აკნეს. ამშვიდებს ანთებას და ხსნის სიწითლეს, შესანიშნავად ატენიანებს კანს. პროდუქტი ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და ზრდის კანის ელასტიურობას, ხდის მას  გლუვს და ხავერდოვანს.

კრემს აქვს მსუბუქი კრემისებრი ტექსტურა, ადვილად გადანაწილდება კანზე, მყისიერად შეიწოვება.

 

ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:

  • იუზუს ექსტრაქტი  აქვს ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური მოქმედება, ასტიმულირებს ლიმფურ ნაკადს, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას.
  • ნიაცინამიდი - ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს და აუმჯობესებს კანის დამცავ ფუნქციებს, ხელს უწყობს ეპიდერმისიდან ტრანსეპიდერმული ტენიანობის დაკარგვას და პიგმენტაციის აღმოფხვრას, ატენიანებს, ავიწროვებს ფორებს, ამშვიდებს, აღიავებს.
  • ზეთისხილის ზეთი  კვებავს, არბილებს და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას ,ეფექტურად ებრძვის სიმშრალეს და გაუწყლოებას. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება, ანელებს დაბერების პროცესს და ზრდის კანის ელასტიურობას.
  • ვიტამინი E არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს უჯრედებს ნაადრევი დაბერებისგან, აახალგაზრდავებს, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, უჯრედების განახლებას და რეგენერაციას. აშორებს გაღიზიანებას.
  • ბეტაინი არის ეფექტური დამატენიანებელი და დამარბილებელი კომპონენტი, ამშვიდებს კანს, იცავს მას გაღიზიანებისგან, ინარჩუნებს წყალს რქოვანა შრეში და ამცირებს ტრანსდერმულ წყლის დაკარგვას. ანიჭებს კანს სირბილეს.
  • ალანტოინი  არბილებს და ინტენსიურად ატენიანებს კანს, ხელს უწყობს ფორების შევიწროებას და ცხიმის გამომუშავების ნორმალიზებას, ებრძვის კომედონებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
     

შესაფერისია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის

სახის კრემი FARMSTAY Citrus Yuja Vitalizing Cream (100ml)

35,00GEL Regular Price
31,50GELSale Price
    bottom of page