Elizavecca
ElIZAVECCA CER-100 collagen coating hair muscle shampoo
SKU: 0598
კოლაგენით, კერატინითა და კერამიდებით გამდიდრებული უსულფატო შამპუნი ნაზად წმენდს, აღადგენს დაზიანებულ თმას და იცავს მას თერმული ზემოქმედებისგან. იგი კვებავს სკალპს, ამცირებს მტვრევადობას და ანიჭებს თმას ჯანსაღ ბზინვარებასა და სიგლუვეს.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
უსულფატო შამპუნი კოლაგენით ეფექტურად გააცოცხლებს დაღლილ და დასუსტებულ თმას. გარდა შესანიშნავი გამწმენდი თვისებებისა, პროდუქტი ინტენსიურად კვებავს, არბილებს და აღადგენს თმის სტრუქტურას, არეგულირებს სებუმის გამომუშავებას და ინარჩუნებს თმის სისუფთავეს დიდი ხნის განმავლობაში. ბუნებრივი ექსტრაქტები და აქტიური კომპონენტები ამდიდრებენ სკალპს ვიტამინებით, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებენ თმის ზრდას.
ეს უსულფატო ფორმულა იდეალურია დაზიანებული და შეღებილი თმის მოვლისთვის. იგი ნაზად წმენდს თმას, ატენიანებს, ანიჭებს ელასტიურობასა და სიგლუვეს. შამპუნი იცავს თმას ფენისა და უთოს მავნე თერმული ზემოქმედებისგან, მატებს ჯანსაღ ბზინვარებას და მნიშვნელოვნად აადვილებს ვარცხნას.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:
კოლაგენი — არბილებს თმის ღერს, ავსებს დაზიანებულ უბნებს, აღადგენს და ასქელებს მას;
კერამიდები — ავსებს თმას სიცოცხლისუნარიანობით, აძლიერებს სტრუქტურას, აღადგენს დაზიანებებს და მატებს ბზინვარებას;
ჰიდროლიზებული მცენარეული ცილები (შვრია, სოიო, ხორბალი, სიმინდი) — ხასიათდება დამატენიანებელი და გამაძლიერებელი ეფექტით, ზრდის თმის ელასტიურობას, სიმკვრივესა და ბზინვარებას;
კერატინი — ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში, აღადგენს დაზიანებულ კუტიკულას, ხდის თმას გლუვსა და აბრეშუმისებრს;
ოხრახუშის, პროპოლისისა და ანისულის ექსტრაქტები — კვებავს სკალპს, ახასიათებს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ინარჩუნებს ტენიანობას და აფერხებს მის აორთქლებას.
შესაფერისია მშრალი, დაზიანებული და შეღებილი თმისთვის.
გამოყენების წესი: დაიტანეთ შამპუნის ოპტიმალური რაოდენობა სველ თმაზე, ააქაფეთ ნაზი მასაჟით და კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა. გამოდგება ყოველდღიური გამოყენებისთვის
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება