Dr. Althea
DR. ALTHEA Aqua Marine Jelly Mist
SKU: 0667
წყალმცენარეების PDRN-ით, ზღვის წყლითა და ჰიალურონის მჟავით გამდიდრებული ჟელე-სპრეი მომენტალურად აგრილებს, სიღრმისეულად ატენიანებს და ცვლებს ტონერსა და შრატს. იგი აღადგენს კანის ელასტიურობას, ხსნის დაჭიმულობას და ამზადებს სახეს მაკიაჟისთვის.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
Dr. Althea Aqua Marine ჟელე სპრეი სასიამოვნოდ აგრილებს, არბილებს და კვებავს კანს, ანიჭებს მას ჯანსაღ ბზინვარებას. იგი ინარჩუნებს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას, ხელს უწყობს დაზიანებების აღდგენას და შესანიშნავად ამზადებს კანს მაკიაჟის წასასმელად.
შესხურებისას გელისებრი ტექსტურა გარდაიქმნება უწვრილეს წვეთებად, რომლებიც ეფექტურად ცვლის ტონერსა და შრატს.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:
ზღვის წყალი: აჯერებს უჯრედებს კალციუმით, მაგნიუმითა და სხვა მინერალებით, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს და ხელს უშლის დეჰიდრატაციას.
ნატრიუმის დნმ (მცენარეული PDRN): მიიღება წყალმცენარეების ექსტრაქტისგან; ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას, აჩქარებს შეხორცებას, ანელებს ნაოჭების წარმოქმნას და ინარჩუნებს კანის სიმკვრივეს.
არგინინი: ამინომჟავა, რომელიც ინარჩუნებს ოპტიმალურ ჰიდროლიპიდურ ბალანსს და წარმოადგენს ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორის (NMF) კომპონენტს, რაც აღმოფხვრის სიმშრალესა და დაჭიმულობას.
სამი ტიპის ჰიალურონის მჟავა: სხვადასხვა მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა აქტიურად ატენიანებს კანს და ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის ტენიანობის აორთქლებას.
ქსილიტოლი: ინარჩუნებს ტენიანობის დონეს და გააჩნია მსუბუქი გამაგრილებელი ეფექტი.
კანის ტიპი:
შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის.
გამოყენების წესი:
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი.
შეისხურეთ სპრეი გაწმენდილ კანზე 10–20 სმ მანძილიდან ტონერის ეტაპზე ან დღის განმავლობაში დამატებითი დატენიანებისთვის.
შემდეგ წაისვით შრატი ან კრემი.
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება