Dr. Althea
DR. ALTHEA 147 Barrier Cream
SKU: 0634
გუაიაზულენით, კერამიდებითა და ჰიალურონის მჟავის 10 სახეობით მდიდარი ინტენსიური კრემი სწრაფად აღადგენს დამცავ ბარიერს, ხსნის სიმშრალესა და სიწითლეს. იგი სიღრმისეულად ატენიანებს, ამშვიდებს მგრძნობიარე კანს და იდეალურია პროცედურების შემდგომი მოვლისთვის.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
Dr. Althea 147 ბარიერული კრემი ეფექტურად ამშვიდებს კანს, ხსნის სიმშრალესა და აქერცვლას, აძლიერებს ლიპიდურ ბარიერს და ინარჩუნებს ჰიდრატაციის ოპტიმალურ დონეს. იგი ამცირებს ქავილს, გაღიზიანებასა და სიწითლეს, ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შეხორცებას. პროდუქტი იდეალურია მშრალი და დეჰიდრატირებული კანისთვის, ასევე პილინგისა და სხვა კოსმეტიკური პროცედურების შემდგომი აღდგენისთვის. კრემს აქვს მდიდარი, სქელი ტექსტურა.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:
გუაიაზულენი — გვირილის ძირითადი კომპონენტის (აზულენის) სინთეზური ანალოგი; ხასიათდება ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედებით, ებრძვის სიწითლეს, ხსნის ქავილს, ამცირებს მგრძნობელობას და ახორცებს მიკროდაზიანებებს;
კერამიდების კომპლექსი — აღადგენს რქოვანა შრის მთლიანობას, აძლიერებს ბუნებრივ დამცავ ბარიერს, ამცირებს მგრძნობელობას გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ, აქრობს სიმშრალესა და აქერცვლას;
პეონის ექსტრაქტი — ახასიათებს მატონიზირებელი და აღმდგენი ეფექტი, ებრძვის სიმშრალეს, ათანაბრებს ტონს და ამდიდრებს უჯრედებს მინერალებითა და პოლისაქარიდებით;
ავოკადოს ექსტრაქტი — A, C და E ვიტამინების წყარო; აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს, არეგულირებს სებუმის გამოყოფას და ამცირებს ანთების რისკს;
ჭინჭრის ექსტრაქტი — ავლენს დამამშვიდებელ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, ამცირებს სიწითლეს;
ჰიალურონის მჟავის 10 ტიპი — სხვადასხვა მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს მრავალშრიან დატენიანებას; მაღალმოლეკულური მოლეკულები ქმნიან დამცავ ბარიერს ზედაპირზე, ხოლო დაბალმოლეკულური მოლეკულები აღწევენ ღრმად და იცავენ კანს უჯრედულ დონეზე დეჰიდრატაციისგან.
შესაფერისია მშრალი, დეჰიდრატირებული და მგრძნობიარე კანისთვის.
გამოყენების წესი: გაწმენდის, ტონერისა და შრატის გამოყენების შემდეგ დაიტანეთ კრემის ოპტიმალური რაოდენობა სახეზე და ნაზად გადაინაწილეთ კანზე სრულ შეწოვამდე.
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება