Missha
MISSHA Velvet Finish Cushion [NO.21]
SKU: 0642
ცენტელათი, კვიპაროსითა და SPF50+-ით გამდიდრებული მატოვი კუშონი იდეალურად ფარავს ფორებსა და სიწითლეს, არეგულირებს ცხიმიანობას და ინარჩუნებს მდგრადობას მთელი დღის განმავლობაში. იგი ამშვიდებს კანს, იცავს UV სხივებისგან და ანიჭებს სახეს ხავერდოვან, ბუნებრივ იერს წებოვნების გარეშე.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
Missha Velvet Finish Cushion არის მრავალფუნქციური ტონალური კუშონი მატოვი საფარით, რომელიც იდეალურად შესაფერისია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. იგი ქმნის მსუბუქ, ხავერდოვან საფარს, მალავს ნაკლოვანებებს, არეგულირებს სებუმის გამოყოფას და უზრუნველყოფს მაკიაჟის ხანგრძლივ მდგრადობას კანის გამოშრობისა თუ დაჭიმვის გარეშე.
მისი ბუნებრივი საფარი სრულიად შეუმჩნეველია, არ ტოვებს ნიღბის მსგავს შეგრძნებას, იდეალურად ფარავს ფორებს, უსწორმასწორობებსა და სიწითლეს. მაღალი SPF50+ PA+++ ფილტრი ეფექტურად იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და ანელებს დაბერების პროცესს. ტონალური კრემი არ ტოვებს წებოვნებას, ინარჩუნებს მდგრადობას ცხიმიანი ბზინვარების გარეშე და არ გადადის ტანსაცმელზე ან ტელეფონის ეკრანზე.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:
კვიპაროსის ექსტრაქტი: გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება, ატონიზირებს კანს, ააქტიურებს მიკროცირკულაციას, ხელს უშლის გამონაყარის გაჩენას და არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას.
ცენტელა აზიატიკას ექსტრაქტი: ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელი თვისებებით, აღადგენს კანის დამცავ ბარიერს, ამცირებს მგრძნობელობას, შეშუპებასა და კაპილარების ხილვადობას.
მელისას ექსტრაქტი: უზრუნველყოფს ნაზ ლიფტინგის ეფექტს, არეგულირებს ჰიდროლიპიდურ ბალანსს, ავიწროებს ფორებს, ამშვიდებს გაღიზიანებას და დადებითად მოქმედებს როზაცეას მქონე კანზე.
როზმარინის ექსტრაქტი: ასტიმულირებს უჯრედების განახლებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ათანაბრებს კანის რელიეფს, ავიწროებს ფორებს და გააჩნია ნაზი ექსფოლიაციის ეფექტი.
ალოე ვერას ექსტრაქტი: არბილებს და ამშვიდებს კანს, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას და ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს.
შესაფერისია:
ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის.
გამოყენების წესი:
წაისვით პროდუქტი სახეზე კომპლექტში არსებული სპეციალური ღრუბლის (პაფის) მეშვეობით და თანაბრად გადაანაწილეთ კანის მთელ ზედაპირზე
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება