Medicube
MEDICUBE PDRN Pink Peptide Serum
SKU: 0652
Medicube-ის PDRN-ითა და პეპტიდებით გამდიდრებული ვარდისფერი შრატი უზრუნველყოფს ინტენსიურ ლიფტინგს, სიღრმისეულ დატენიანებასა და ნაოჭების გასწორებას. იგი აღადგენს კანის ელასტიურობას, ებრძვის პიგმენტაციას და ანიჭებს სახეს ჯანსაღ ბზინვარებას.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
Medicube PDRN Pink Peptide Serum არის ლიფტინგ-ეფექტის მქონე შრატი PDRN-ისა და პეპტიდების შემცველობით, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს, აქრობს სიმშრალეს, ათანაბრებს ტონს და უბრუნებს სახეს ჯანსაღ ბზინვარებას. იგი ზრდის კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას, ამცირებს ნაოჭების სიღრმესა და ხელს უშლის პტოზს (ქსოვილების დაშვებას). პროდუქტი აღიავებს პიგმენტურ ლაქებს და აფერხებს ახლის წარმოქმნას მელანინის სინთეზის დაბლოკვით. ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობით, იცავს კანს ოქსიდაციური სტრესისგან, ასტიმულირებს დაზიანებული უჯრედების აღდგენასა და აწესრიგებს ჰიდროლიპიდურ ბალანსს.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:
PDRN (ნატრიუმის დნმ, 1%) — ორაგულის დნმ-დან მიღებული პოლინუკლეოტიდი, რომელიც ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესებს, ახალი კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების სინთეზს და აღადგენს ნაადრევი დაბერებითა და მზის გამოსხივებით დაზიანებულ კანს;
5 პეპტიდის კომპლექსი (მათ შორის არგირელინი) — უზრუნველყოფს გამოხატულ ანტიასაკობრივ ეფექტს, ასტიმულირებს უჯრედების განახლებას, ამცირებს ნაოჭების სიღრმეს, ადუნებს მიმიკურ კუნთებსა და ამკვრივებს კანს;
კურკუმას ექსტრაქტი — ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები, აჩქარებს შეხორცებას და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას;
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) — ინტენსიურად ატენიანებს, ამშვიდებს, თრგუნავს ანთებას, აძლიერებს კაპილარებსა და ეხმარება აკნესთან ბრძოლაში;
კოენზიმი Q10 (უბიქინონი) — ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებასა და აჩქარებს რეგენერაციას.
შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის.
გამოყენების წესი: გაწმენდისა და ტონირების შემდეგ დაიტანეთ შრატის ოპტიმალური რაოდენობა სახეზე და მსუბუქად შეიზილეთ სრულ შეწოვამდე. შემდგომ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება