Farm Stay
FARMSTAY Retinol Revive Cream
SKU: 0591
რეტინოლის, ნიაცინამიდისა და შის კარაქის შემცველი კრემი ეფექტურად ებრძვის ნაოჭებსა და აკნეს, ამცირებს ანთებას და ათანაბრებს ტონს. ის სიღრმისეულად კვებავს კანს, ვიზუალურად ავიწროებს ფორებს და აღადგენს დაზიანებულ ბარიერს.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
დაბერების საწინააღმდეგო კრემი ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას, ამაგრებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს აკნეს, სხვადასხვა სახის ანთებასა და სიწითლეს. კრემს აქვს მკვრივი, მკვებავი ტექსტურა — ის ღრმად აღწევს კანში და უზრუნველყოფს ხანგრძლივ მოქმედებას.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:
რეტინოლი: არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ებრძვის აკნეს, ათანაბრებს კანის ტექსტურას და ამცირებს ფორების ხილვადობას.
აზიური ცენტელას, მწვანე ჩაისა და როზმარინის ექსტრაქტები: არბილებს, ამშვიდებს კანს და ანიჭებს მას ჯანსაღ ბზინვარებას.
ნიაცინამიდი: რეგულარული გამოყენებისას უზრუნველყოფს გამაღიავებელ ეფექტს, ეხმარება აკნეს შემდგომი ლაქების (პოსტაკნე) შემცირებასა და ტონის გათანაბრებაში.
ვიტამინი E: ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებასა და ანტიოქსიდანტურ დაცვას.
არგინინი: ეხმარება კანის დაზიანებული უბნების აღდგენასა და რეგენერაციას.
შიის კარაქი: უზრუნველყოფს ძლიერ მკვებავ ეფექტს და ეფექტურად ინარჩუნებს ტენიანობას.
გამოყენების ინსტრუქცია:
ტონერისა და შრატის გამოყენების შემდეგ დაიტანეთ მცირე რაოდენობით კრემი კანზე და ნაზად გადაინაწილეთ სრულ შეწოვამდე.
დღის განმავლობაში გამოყენებისას, გარეთ გასვლამდე აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი საშუალება (SPF).
არ გამოიყენოთ AHA/BHA/PHA მჟავების შემცველ პროდუქტებთან ერთად
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება