Elizavecca
ELIZAVECCA CER-100 Collagen coating Protein ion injection
SKU: 0614
კოლაგენით, კერატინითა და აბრეშუმის ამინომჟავებით გამდიდრებული უწონადო ესენცია სიღრმისეულად აღადგენს მშრალ, დაზიანებულ თმას. იგი ანიჭებს ღეროებს აბრეშუმისებრ სიგლუვესა და ბზინვარებას ჩამობანის საჭიროების გარეშე.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
კოლაგენის თმის ესენცია სპეციალურად შეიქმნა მშრალი, დაზიანებული და სიცოცხლესმოკლებული თმის აღსადგენად. პროდუქტი ინტენსიურად ატენიანებს და აძლიერებს თმის სტრუქტურას, უბრუნებს მას აბრეშუმისებრ სიგლუვეს, ჯანსაღ ბზინვარებასა და ხდის მას ადვილად დასამორჩილებელს. ესენცია არის უწონადო ფორმულის და არ საჭიროებს ჩამობანას.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:
აბრეშუმის ამინომჟავები — აღწევს თმის ღრმა შრეებში, აჩქარებს აღდგენის პროცესს, არბილებს, ასწორებს თმას და იცავს მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან;
კოლაგენისა და კერატინის ჰიდროლიზატები — ავსებს თმის ღეროს დაზიანებულ უბნებს, ასქელებს მას, მატებს ელასტიურობასა და ანიჭებს იდეალურ სიგლუვეს;
ჟელატინი და სოიოს ცილის ჰიდროლიზატი — აძლიერებს თმის სტრუქტურას, უბრუნებს მას ბუნებრივ ბზინვარებასა და უზრუნველყოფს თმის ყოვლისმომცველ გაჯანსაღებას;
მცენარეული ექსტრაქტების კომპლექსი (ნიახური, კომბოსტო, ბრინჯი) — აჯერებს თმასა და სკალპს ვიტამინებითა და მინერალებით, კვებავს ფოლიკულებს, ამცირებს ცვენას და ასტიმულირებს ზრდას;
ვიტამინური ექსტრაქტები (პომიდორი, რაფსი, სტაფილო, ბროკოლი) — გამდიდრებულია A, B9, H და K ვიტამინებით, აღადგენს მშრალ, მსხვრევად ღეროებს და მატებს თმას თვალისმომჭრელ ბზინვარებას.
განკუთვნილია მშრალი, დაზიანებული და შეღებილი თმისთვის.
გამოყენების ინსტრუქცია: თანაბრად გადაანაწილეთ ესენციის ოპტიმალური რაოდენობა სუფთა (მშრალ ან ოდნავ ნოტიო) თმის მთელ სიგრძეზე. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ დაზიანებულ ბოლოებს. არ ჩამოიბანოთ!
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება