Ciracle
Ciracle Powder Wash
SKU: 0466
ენზიმური პუდრა C ვიტამინით, ჟენშენითა და პაპაინით. ღრმად წმენდს ფორებს, ნაზად აქერცლავს მკვდარ უჯრედებს, აღიავებს პიგმენტაციას და ათანაბრებს კანის ტონს გაღიზიანების გარეშე.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
ენზიმური პუდრა კანის ღრმა წმენდისთვის — უნიკალური პროდუქტი, რომელიც ინტენსიურად ასუფთავებს კანს დაბინძურებისგან, მკვდარი უჯრედებისგან, ჭარბი ცხიმისგან, შავი წერტილებისგან და ცხიმოვანი საცობებისგან.
პუდრა წარმოდგენილია ფხვნილის სახით, რომელიც წყალთან შერევისას გარდაიქმნება ნაზ ქაფში. მას აქვს არა მხოლოდ გამოხატული გამწმენდი ეფექტი, არამედ ათანაბრებს კანის ფერს, ხელს უწყობს პიგმენტაციის გაღიავებას და ხელს უშლის ანთების განვითარებას. პროდუქტი არ აშრობს კანს, არ იწვევს გაღიზიანებას და მოქმედებს დელიკატურად, მაგრამ ეფექტურად.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:
ვიტამინი C — აქვს გამოხატული ანტიოქსიდანტური ეფექტი, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას, სიმტკიცესა და დატენიანებას. ამცირებს ასაკობრივ ლაქებსა და პოსტაკნეს, ათანაბრებს სახის ფერს და სძენს მას ჯანსაღ ბზინვარებას.
ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი — ინტენსიურად კვებავს და აღადგენს კანს, იცავს მას დეჰიდრატაციისგან და აძლიერებს სისხლის მიკროცირკულაციას. ასტიმულირებს რეგენერაციას, აძლიერებს, დელიკატურად ათეთრებს, აღიავებს პიგმენტაციას და ანელებს დაბერების პროცესს.
პაპაინი — ბუნებრივი მცენარეული ფერმენტი (ენზიმი), რომელიც მიღებულია პაპაიას წვენიდან. ეს არის ნაზი ამქერცლავი ინგრედიენტი, რომელიც ბუნებრივად ხსნის ფორებს. აქვს გამაღიავებელი ეფექტი, ათანაბრებს საერთო ტონს, გაუმჯობესებს სახის ფერს, ეფექტურად მკურნალობს ანთებებს და უმკლავდება აკნეს.
შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის.
გამოყენების წესი:
აურიეთ მცირე რაოდენობით ენზიმის ფხვნილი ხელის გულზე რამდენიმე წვეთ წყალთან. ნაზი მასაჟის მოძრაობებით წაისვით მიღებული ქაფი სახეზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ T-ზონას, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
რეკომენდებულია გამოყენების სიხშირე დაარეგულიროთ კანის ტიპის მიხედვით: ნებადართულია ყოველდღიური გამოყენება, ხოლო მგრძნობიარე კანისთვის — კვირაში 2–3-ჯერ.
ყურადღება: არ გამოიყენოთ კანის მოვლის ისეთ საშუალებებთან ერთად, რომლებიც შეიცავს რეტინოლს, C ვიტამინის მაღალ კონცენტრაციას, AHA ან BHA მჟავებს.
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება