Biodance
BIODANCE Bio-Collagen Real Deep Mask
SKU: 0597
დაბალმოლეკულური კოლაგენითა და გალაქტომისისით გამდიდრებული ჰიდროგელის ნიღაბი სიღრმისეულად ატენიანებს, ავიწროებს ფორებს და ასწორებს ნაოჭებს. იგი სრულად შეიწოვება, ხდება გამჭვირვალე და ანიჭებს კანს ელასტიურობასა და ჯანსაღ ბზინვარებას.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
ჰიდროგელის ნიღაბი შეიცავს კონცენტრირებულ კოლაგენის ესენციას, რომელიც 3–4 საათის განმავლობაში სრულად შეიწოვება და გარდაქმნის კანს. პროდუქტი ინტენსიურად ატენიანებს, კვებავს და არბილებს ეპიდერმისს, ავიწროებს გაფართოებულ ფორებს, ათანაბრებს ტექსტურას და სძენს ჯანსაღ ბზინვარებას. იგი ასწორებს ნაოჭებს, ასტიმულირებს ბუნებრივი კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას, აძლიერებს დამცავ ბარიერს, ზრდის სიმკვრივესა და ელასტიურობას. ნიღაბი შესანიშნავად ამზადებს კანს მაკიაჟისთვის და მისი გამოყენება შესაძლებელია მთელი ღამის განმავლობაშიც — მჭიდროდ ეკვრის სახეს და არ ტოვებს კვალს ბალიშზე. არ შეიცავს პარაბენებს და არ იწვევს გაღიზიანებას.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:
დაბალმოლეკულური კოლაგენი (243 Da) — მცირე მოლეკულური წონის წყალობით ღრმად აღწევს ეპიდერმისში, არბილებს მიკრორელიეფს, უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებას და ასწორებს ნაოჭებს;
გალაქტომისისი (Galactomyces) — ძლიერი ანტიოქსიდანტი გამაახალგაზრდავებელი ეფექტით; იცავს კანს ფოტოდაბერებისგან, აჩქარებს უჯრედების განახლებას, არეგულირებს სებუმის გამოყოფას და აფერხებს აკნეს გაჩენას;
ჰიდროლიზებული ჰიალურონის მჟავა — სიღრმისეულად ატენიანებს ეპიდერმისს და ინარჩუნებს წყლის მოლეკულებს უჯრედებში;
პრობიოტიკები — აძლიერებენ ბარიერულ ფუნქციას, აღადგენენ მიკრობიომს და აფერხებენ გაღიზიანებას;
ნიაცინამიდი (ვიტამინი B3) — ამცირებს ცხიმიან ბზინვარებას, აღიავებს პიგმენტაციას და ათანაბრებს ტონს;
ადენოზინი — ძლიერი ანტიასაკობრივი კომპონენტი, რომელიც ასტიმულირებს საკუთარი კოლაგენის სინთეზს;
ალანტოინი — ანტიოქსიდანტი, რომელიც ამშვიდებს კანს და ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს.
შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის.
გამოყენების წესი: სახის გაწმენდისა და ტონერის წასმის შემდეგ მოაშორეთ ნიღაბს დამცავი ფენა და მჭიდროდ მოირგეთ კანზე. გაიჩერეთ 3–4 საათი ან მთელი ღამით (აქტიური ინგრედიენტების შეწოვის შემდეგ ნიღაბი გახდება სრულიად გამჭვირვალე). მოიხსენით ნიღაბი, არ ჩამოიბანოთ და გააგრძელეთ ყოველდღიური მოვლა.
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება