Anua
ANUA Heartleaf Quercentiol Pore Deep Cleansing Foam
SKU: 0561
კვერცეტინოლით, სალიცილის მჟავითა და ჰაუტუინიის ნაწილაკებით გამდიდრებული ქაფი-სკრაბი ღრმად წმენდს და ავიწროებს ფორებს, ამცირებს ცხიმიანობას და ხსნის ანთებას. იგი ნაზად აქერცლავს კანს, ამშვიდებს აკნეს და ანიჭებს სახეს გლუვ, სუფთა იერს.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
ქაფი-სკრაბი კვერცეტინოლით იდეალურია ცხიმიანი და კომბინირებული კანის მოვლისთვის. იგი ეფექტურად აშორებს ყველა ტიპის ჭუჭყს, იწოვს ზედმეტ სებუმს და ახდენს დელიკატურ ამქერცლავ მოქმედებას. პროდუქტი ათანაბრებს კანის რელიეფს, არბილებს უხეშ უბნებს, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის ნორმალიზებას და ხელს უწყობს ანთებითი ელემენტების სწრაფ შეხორცებას.
პროდუქტის მთავარი აქტიური კომპონენტია კვერცეტინოლი, რომელსაც აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული მოქმედება. იგი თრგუნავს პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას, ხელს უწყობს ჯანსაღი მიკროფლორის ჩამოყალიბებას, ამშვიდებს აკნეს მიერ გამოწვეულ გაღიზიანებას და იცავს კანს დაბანის შემდგომი დაჭიმულობისგან.
პროდუქტს აქვს კრემისებური კონსისტენცია ჰაუტუინიის (Houttuynia cordata) დაქუცმაცებული ფოთლების ნაზი აბრაზიული ნაწილაკებით (3,000 ppm). ეს დელიკატური სკრაბი კანს ხდის გლუვსა და რბილს, ავიწროებს გაფართოებულ ფორებს და იტოვებს ევკალიპტის გამაგრილებელ სურნელს.
დამატებითი აქტიური ინგრედიენტები:
Anti-Sebum P კომპლექსი (ფიჭვის, თელას, საღამოს პრიმულასა და პუერარიის ექსტრაქტები) — თრგუნავს ცხიმოვანი ჯირკვლების გადაჭარბებულ აქტივობას, ამცირებს ცხიმიანობას და აქრობს არასასურველ ბზინვარებას;
Houttuynia Cordata-ს ექსტრაქტი — ხსნის გაღიზიანებას, ამშვიდებს ანთებით პროცესებს და აუმჯობესებს კანის საერთო მდგომარეობას;
სალიცილის მჟავა (BHA) — ღრმად წმენდს ფორებს, აღიავებს შავ წერტილებს, არეგულირებს სებუმის გამოყოფას და ებრძვის ბზინვარებას;
ევკალიპტის ექსტრაქტი — ავლენს ანტიბაქტერიულ თვისებებს, ამშვიდებს კანს და აფერხებს აკნეს განვითარებას;
8 სახეობის ჰიალურონის მჟავის კომპლექსი — ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ინარჩუნებს ტენიანობას და ანიჭებს კანს ხანგრძლივ სიახლეს;
საღამოს პრიმულას (Primrose) ექსტრაქტი — ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ხსნის სიწითლეს და ანიჭებს კანს ხავერდოვან იერს.
შესაფერისია კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის.
გამოყენების წესი: დაიტანეთ პროდუქტის საჭირო რაოდენობა ნესტიან კანზე, მსუბუქად დაიმასაჟეთ (განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ გაფართოებული ფორების ზონას) და საფუძვლიანად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება