top of page

დამატენიანებელი ღამის ნიღაბი ცენტელათი
 

ნიღაბი ინტენსიურად აჯერებს კანს ტენით, ამშვიდებს, კვებავს და აძლიერებს ღამის განმავლობაში კანის ბუნებრივი აღდგენის პროცესს, რითაც ენერგიით მუხტავს გადაღლილ კანს.

პროდუქტი საგრძნობლად არბილებს კანს, აქრობს სიმშრალესა , ასევე ამცირებს ძილის დროს ბალიშთან კონტაქტის შედეგად გაჩენილი ნაოჭებისა და კანის დეფორმაციის (ნაკეცების) გამოხატულებას.

ტექსტურით პროდუქტი წააგავს მკვრივ გელს. მისი ფორმულა არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებსა და საღებავებს.

 

მთავარი კომპონენტია Hyalu-Cica კომპლექსი, რომელიც შედგება აზიური ცენტელასა და ჰიალურონის მჟავისგან. ეს ფორმულა მომენტალურად ამშვიდებს და ატენიანებს ზედმეტად მშრალ და მგრძნობიარე კანსაც კი, ამაგრებს დამცავ ბარიერს და უჯრედებს ტენით ავსებს.

 

დამატებითი აქტიური კომპონენტები:

  • მელატონინი: აღწევს კანის რქოვან შრეში და ასტიმულირებს ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტივობას, რომლებიც იცავენ უჯრედებს ოქსიდანტური სტრესისგან. ამ გზით მელატონინი ანელებს დაბერების პროცესს და აღადგენს კანს ძილის დროს.

  • 3 სახის სხვადასხვა მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა: უძლიერესი დამატენიანებელი აგენტები, რომლებიც იზიდავენ და ინარჩუნებენ ტენს ეპიდერმისში, აუმჯობესებენ კანის სტრუქტურას, უნარჩუნებენ მას ელასტიურობასა და სიმკვრივეს.

  • ცერამიდები: აძლიერებენ ბუნებრივ დამცავ ფენას, აღკვეთენ გაუწყლოებას (დეჰიდრატაციას) და მავნე ნივთიერებების კანში შეღწევას, აღადგენენ ეპიდერმისის ჯანსაღ მდგომარეობას.

  • ნიაცინამიდი (ვიტამინი B3): ხასიათდება მრავალფუნქციური მოქმედებით: არეგულირებს ცხიმის (სებუმის) გამოყოფას, აქრობს არასასურველ ბზინვარებას, აუფერულებს და ხელს უშლის პიგმენტური ლაქების გაჩენას, ასევე ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, რაც ზრდის კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას.

  • პანთენოლი (ვიტამინი B5): აჩქარებს ჭრილობებისა და მიკროდაზიანებების შეხორცებას, ამშვიდებს გაღიზიანებასა და ქავილს, ამაღლებს კანის ბარიერულ ფუნქციებს და ამცირებს ტენის კარგვას.
     

კანის ტიპი: თავსებადია აბსოლუტურად ყველა ტიპის კანისთვის.

 

გამოყენების წესი:

საღამოს მოვლის რუტინის დასკვნით ეტაპზე (კრემის ნაცვლად ან მის შემდეგ), დაიტანეთ ნიღბის თხელი ფენა სახესა და კისერზე, დაიტოვეთ მთელი ღამით და დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით

ღამის ნიღაბი SKIN1004 Madagascar Centella Hyalu-Cica Sleeping Pack (30ml)

28,00 ₾Price
  • Centella Asiatica Leaf Water (39%), Water, Butylene Glycol, Glycerin, 1,2-Hexanediol, Niacinamide, Polyglutamic Acid, Pantolactone, Hibiscus Esculentus Fruit Extract, Carbomer, Panthenol, Sodium Hyaluronate, Hydrolyzed Hyaluronic Acid, Hyaluronic Acid, Cetearyl Olivate, MethyIprpanediol, Arginine, Pullulan, Sorbitan Olivate, Caprylic/Capric Triglyceride, Pyrus Communis (Pear) Fruit Extract, Adenosine, Rosa Damascena Flower Water, Cucumis Melo (Melon) Fruit Extract, Iris Florentina Root Extract, Ethylhexylglycerin, Hedera Helix (Ivy) Leaf/Stem Extract, Sodium Phytate, Xanthan Gum, Maltodextrin, Artemisia Princeps Leaf Extract, Hydrolyzed Gardenia Florida Extract, Melatonin, Illicium Verum (Anise) Fruit Extract, Larix Sibirica Wood Extract, Quercus Mongolica Leaf Extract, Persicaria Hydropiper Extract, Rheum Palmatum Root/Stalk Extract, Asarum Sieboldii Root Extract, Chrysanthellum Indicum Extract, Corydalis Turtschaninovii Root Extract, Coptis Japonica Root Extract, Machilus Thunbergii Bark Extract, Pentylene Glycol, Hydrogenated Lecithin, Ceramide NP

bottom of page