top of page

Petitfee Agave Cooling Hydrogel Face Mask — აგავას ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი ჰიდროგელის ნიღაბი ატენიანებს კანს, ამაღლებს მის ელასტიურობას, ჭიმავს სახის ოვალს და ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება. იგი აქრობს სიწითლეს, ქავილსა და გაღიზიანებას, ხოლო გამაგრილებელი ეფექტის წყალობით, შესანიშნავად ხსნის შეშუპებას.

 

ნიღბის ძირითადი კომპონენტებია აგავასა და მოცვის ექსტრაქტები, რომლებიც მდიდარია სასარგებლო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რაც კარგ გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე. მათ აქვთ ანტიოქსიდანტური ეფექტი, მატებენ კანს ტონუსს, აძლიერებენ ადგილობრივ იმუნიტეტს, ანელებენ დაბერების პროცესებს.

ულტრათხელი და რბილი ჰიდროგელის ნიღაბი გაყოფილია ორ ნაწილად, რაც საშუალებას აძლევს მას მჭიდროდ მიეკრას კანს, ზუსტად გაიმეოროს სახის ფორმა და მაქსიმალურად გადასცეს მას აქტიური კომპონენტები.
 

ძირითადი მოქმედი კომპონენტები:

  • აგავას ექსტრაქტი — ახასიათებს სადეზინფექციო და ანტისეპტიკური მოქმედება, აჩქარებს ანთებითი პროცესების შეხორცებას და აქრობს ქავილს.

  • მოცვის ექსტრაქტი — ფლობს ანტიოქსიდანტურ, დამარბილებელ და გამაახალგაზრდავებელ თვისებებს. ნაზად ატენიანებს კანს, ამცირებს მის მგრძნობელობას, კვებავს და აცოცხლებს მას. აქვს გამაღიავებელი ეფექტი და ათანაბრებს სახის ფერს.

  • ბადრიჯნის ექსტრაქტი — უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება.

  • კოფეინი — ამ კომპონენტის გამორჩეული თვისებაა ბრწყინვალე დრენაჟის ეფექტი. 

  • წყალმცენარეების ექსტრაქტები — შეიცავს 70%-მდე სრულფასოვან ცილას, უჯერ ცხიმოვან მჟავებს (ლინოლის, ლინოლენის), ვიტამინებს A, E, მინერალურ მარილებსა და პოლისაქარიდებს. ახასიათებს აქტიური გამაახალგაზრდავებელი მოქმედება, მატებს კანს სიმკვრივესა და ელასტიურობას.

კანის ტიპი: ვარგისია ყველა ტიპის კანისთვის.

გამოყენების წესი:

გამოიღეთ ნიღაბი შეფუთვიდან, მოაშორეთ დამცავი აპკი და დაიტანეთ კანზე — ჯერ ნიღბის ზედა, ხოლო შემდეგ ქვედა ნაწილი. 15-20 წუთის შემდეგ მოიხსენით ნიღაბი და თითების ნაზი ტყაპუნით (მასაჟური მოძრაობით) დაეხმარეთ ესენციის ნარჩენებს სრულად შეიწოვოს კანში. უფრო გამოხატული გამაგრილებელი ეფექტის მისაღებად, გამოყენებამდე 15-20 წუთით ადრე მოათავსეთ ნიღაბი მაცივარში.

ჰიდროგელის ნიღაბი PETITFEE Agave Cooling Face Mask

12,00 ₾Price
  • Water/Aqua, Glycerin, Calcium Chloride, Ceratonia Siliqua (Carob) Gum, Xanthan Gum, Butylene
    Glycol, Butyrospermum Parkii (Shea) Butter, Ethyl Hexanediol, PEG-60 Hydrogenated Castor Oil,
    Chondrus Crispus Powder, Phenoxyethanol, Scutellaria Baicalensis Root Extract, Camellia Sinensis
    Leaf Extract, Houttuynia Cordata Extract, Artemisia Princeps Leaf Extract, Citrus Junos Fruit Extract,
    1,2-Hexanediol, Caprylyl Glycol, Synthetic Fluorphlogopite, Tin Oxide (CI 77861), Titanium Dioxide
    (C177891), Ferric Ferrocyanide (CI 77510), CI 77491, CI 77007, Chlorphenesin, Laminaria Japonica
    Extract, Macrocystis Pyrifera (Kelp) Extract, Enteromorpha Compressa Extract, Sargassum
    Fulvellum Extract, Spirulina Platensis Extract, Hizikia Fusiforme Extract, Codium Fragile Extract,
    Hydroxyethylcellulose, Ethylhexylglycerin, Vaccinium Angustifolium (Blueberry) Fruit Extract,
    Solanum Melongena (Eggplant) Fruit Extract, Agave Americana Leaf Extract, Disodium EDTA,
    Caffeine, Sapphire Powder, Fragrance/Parfum, Citronellol

bottom of page